თსუ ევროკლუბი გიწვევთ თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (EU Neighbours East) თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე: "შვეიცარიის სამოქალაქო სამართლის რეცეფცია თურქეთის მაგალითზე - ფუნდამენტური ცნებები და რომაული საფუძვლები", რომელსაც გაუძღვება ასისტ. პროფესორი - სარფ საჰანქეია, ჩანკირი კარათექინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (თურქეთი).
შეხვედრის ფარგლებში დამსწრეები:
- გაეცნობიან შვეიცარიის სამოქალაქო სამართლის სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებსა და სტრუქტურას;
- გაიგებენ, თუ როგორ აისახება თურქეთში შვეიცარიის სამოქალაქო კანონმდებლობა სამართლებრივ პრაქტიკაზე, იურისპრუდენციასა და სოციალურ ნორმებზე;
- დაესწრებიან დისკუსიას რომის სამართლის ისტორიული ფესვებისა და გავლენის შესახებ, როგორც შვეიცარიის სამოქალაქო სამართალზე, ასევე თურქეთის სამართლებრივ სისტემაზე.
აღნიშნული შეხვედრა ხორციელდება Erasmus+ სასწავლო მობილობის ფარგლებში და უნივერსიტეტთაშორისი პარტნიორობის საფუძველზე.
თარიღი: 2024 წლის 24 აპრილი, 13:00 საათი.
ადგილი: თსუ, II კორპუსი, 119-ე აუდიტორია.
სამუშაო ენა: ინგლისური.
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/3LRtJpaEyWTLtUZL9